|
2018-07-03 17:18:58, 899 ნახვა
კომენტარი
„კვირის ბოლომდე იქნება რადიკალური ნაბიჯები გადადგმული“ - სარალიძის და შსს-ს წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძესა და მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრა დასრულდა. ზაზა სარალიძემ უწყების მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, მან მიიღო დაპირება, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე შსს რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. "შევჯერდით იმაზე, რომ კვირის ბოლომდე იქნება რადიკალური ნაბიჯები გადადგმული. დეტალებს არ ჩავუღრმავდები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მხრიდან რაიმე ხელის შეშლა არ მოხდეს. პროცესს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ჩემი ადვოკატი და სახალხო დამცველი", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას თავად შს მინისტრი გიორგი გახარია არ დასწრებია. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობა 2 ივლისს დაიწყო. მანამდე სარალიძე კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე სარალიძის მთავარი მოთხოვნა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავება იყო. სარალიძის თქმით, შსს-ში მას განუცხადეს, რომ კალანდიას წინააღმდეგ არ არსებობს მტკიცებულებები, შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ვერ დაიწყება. აღნიშნულს მოჰყვა სარალიძის მხრიდან პროტესტი, რის შემდეგაც მან უწყების შენობასთან შიმშილობის შესახებ განაცხადა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)