|
2018-07-02 16:16:19, 864 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ძალიან მალე გადავწყვეტთ, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მოძრავი ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგორც კალაძემ აღნიშნა, მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებს. „ყველაზე მეტი მგზავრი დღეს მიკროავტობუსებს გადაჰყავთ. აქაც, ისევე როგორც ყვითელ ატობუსებთან მიმართებაში, არის მძიმე მდგომარეობა. მათი 90 პროცენტი არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მგონია, რომ რესურსი ამოწურული აქვთ. დღეს რომ მათ ლიცენზია ჩამოვართვათ, მგზავრებს ხომ სჭირდებათ გადაადგილება, სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის. დღემდე დედაქალაქს არ ჰქონია სატრანსპორტო მასტერპლანი. ჩვენ მივიღეთ გრანტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან და დავიწყეთ კვლევა რომელსაც კომპანია „სისტრა“ატარებს.ძალიან მალე ჩვენ გვექნება სრული სურათი, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორო უნდა იყოს ხაზები, რა მიმართულებით, საერთოდ გვჭირდება თუ არა ე.წ. ყვითელი მარშრუტკები და ასე შემდეგ. როდესაც ეს კვლევა გვქნება, გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მარტივი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერი ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენციაზე შეფასდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესის მიმდინარეობა, პირველადი შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)