|
2018-07-02 09:01:00, 671 ნახვა
სამართალი
13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა
13 200 პოლიციელს ხელფასი 250-250 ლარით გაეზარდა. პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების გაზრდისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 ივნისს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. „1 ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გადადგმული, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. ჩვენ გვესმის, პოლიციელისთვის, რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე, 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან გამომდინარე, არ არის იდეალური, თუმცა, ეს არის, რაც ჩვენ დღეს შევძელით. ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ წელს, სოციალური კომპონენტის, ასე ვთქვათ, გასაძლიერებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყებთ ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას, რომელიც მოიცავს თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს და რუსთავს. ეს იქნება ის კომპონენტი, რომელიც გაზრდის სოციალურ გარანტიებს თითოეული პოლიციელისათვის და მათ თავიანთი ცხოვრების გრძელვადიანი დაგეგმარების საშუალებას მისცემს. დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსი სოციალური გარანტიები იქნება კიდევ უფრო გამაძლიერებელი კომპონენტი იმისთვის, რომ ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდები მოვიძიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალიან კარგად გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არის მართლწესრიგის ხერხემალი. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეფექტიანი სამართლიანი და, ამავდროულად, პოლიტიკურად ნეიტრალური შს სამინისტრო და პოლიცია - ეს არის ამ ქვეყნის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც სჭირდება განვითარება და რისთვისაც ჩვენ, ასევე, მზად ვართ", - განაცხადა გიორგი გახარიამ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
(NS)
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)