02:06 - 17 Aug, 2026
|
2018-06-28 16:22:47, 825 ნახვა
კომენტარი
კახიძე: მოწმის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივნის ოთარ კახიძის განცხადებით, ერთ-ერთი მოწმის ინფორმაციით, ფარდულის დემონტაჟზე მითითება პოლიციამ გასცა. „ფარდულის დემონტაჟზე მითითება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის განმარტებით გასცა პოლიციამ და იყო კონკრეტული პირი, ვინც იყო შუამავალი პოლიციასა და მესაკუთრეებს შორის და კომუნიკაცია მიმდინარეობდა რჩეულიშვილის ქუჩაზე მდებარე განყოფილებასთან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. მათ შეკითხვები ერთ-ერთ პირთან ჰქონდათ, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე, ავტომობილში იმყოფება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)