|
2018-06-27 11:43:31, 674 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედრაზე ვიწვევთ, სადაც ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ
„ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობა ქალაქის განვითარებაში აუცილებელია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ხვალ დედაქალაქის მერიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც თბილისში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებზე იქნება საუბარი. „ხვალ ვგეგმავთ ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც მერიის ორგანიზებით „რესდისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება. გვინდა, რომ კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ყველა იმ საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც დედაქალაქს გააჩნია და მგონია, რომ ზოგადად ბიზნესის თანადგომა, მათი ჩართულობა აუცილებელია ქალაქის განვითარებაში. იმ ვალდებულებებს, რაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე აღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, აუცილებელად შევასრულებთ, თუმცა ბიზნესის წარმომადგენლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში. მათი თანადგომა იქნება აუცილებელი იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ხვალინდელ შეხვედრაზე ბიზნესსექტორის ყველა წარმომადგენელი მიიწვია. „იმედი გავქვს, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. ბიზნესსექტორს ყველა საინვესტიციო პროექტს გავაცნობთ. მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა ბიზნეს აქტივობებს სთავაზობს მერია კერძო სექტორს და მივცემთ ამ პროექტებში კონკურენტულ საწყისებზე მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს არის სამშენებლო პროექტები, მიწისქვეშა პარკინგების პროექტები, რადიოქალაქის, ქალაქის გარე განათების პროექტი და ა.შ. ბევრი საინტერესო პროექტი იქნება, რომელსაც ხვალ წარმოვადგენთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)