|
2018-06-26 18:31:26, 806 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე - ფხაკაძეს არ ვემუქრებოდი, მე მას ვაგინებდი და ახლაც შევაგინებ თუ გინდათ
"რას ჰქვია მუქარის შემცველი წერილები მივწერე?! მე პროკურორ ზვიად ფხაკაძეს ვაგინებდი", - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე პროკურორის ბრალდებას, რომლის თანახმადაც სარალიძისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო. სარალიძემ საქმის პროკურორს მოუწოდა მათი მიმოწერა გაასაჯაროვოს, რათა საზოგადოებამ დასკვნები თავად გააკეთოს. "როდესაც მკვლელებს იცავდა მაშინ ვაგინებდი. შენი დღეები დათვლილია მაგ ვითომ პროკურატურაში ესეც მივწერე. ეს მუქარა არის?! ვუყურებდი მის ჩვენებას პირდაპირ ეთერში და პერიოდულად ვწერდი, რამე როცა არ მომეწონებოდა. შენ ხარ მკვლელების ხელის დამფარებელი მივწერე და მერე მივაგინე. ჩემი შვილის მკვლელს იცავს კბილებით და ვთხოვდი სად არის ჩემი შვილის მკვლელი. ახლაც შევაგინებ თუ გინდათ, რა პრობლემაა. სასამართლო დარბაზიდან, რომ გამოვიქეცი მაშინ არ ვაგინებდი?! მაშინ რატომ არ მომთხოვა პასუხი? თუ კაცია ადგეს და გაასაჯაროვოს ჩვენი მიმოწერა, რომ მთელმა საქართველომ ნახოს რა სიტყვებით და რატომ ვაგინებდი. რას ჰქვია მუქარის შემცველი მიმოწერა? გაასაჯაროვოს და მიხვდება საზოგადოება მუქარის შემცველი წერილი იყო თუ რა იყო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ გუშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტებებს აძლევდა, მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)