|
2018-06-26 15:21:07, 726 ნახვა
კომენტარი
გაბუნია - ვფიქრობ, პრემიერის მიერ წარმოდგენილ სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტი მხარს დაუჭერს
„პრემიერმა საპარლამენტო დემოკრატიისთვის შესაბამისი მთავრობის სტრუქტურული მოდელი წარმოადგინა“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი წარმოდგენილ პროექტს გაიზიარებს. „საპარლამენტო რესპუბლიკაში სახელმწიფო მექანიზმის ძირითად რგოლს წარმოადგენს პარლამენტი. დღევანდელ განცხადებამდე პრემიერმა იმუშავა სწორედ პარლამენტთან, მის უმრავლესობასთან და წარმოადგინა მოდელი, რომელიც კონსულტაციებზე იქნა განხილული, ამიტომ ვფიქრობ ამ მოდელს და სტრუქტურას პარლამენტი მხარს დაუჭერს და გაიზიარებს", - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ წარმოდგენილი მოდელი ხარჯების დაზოგვის და შრომის ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობას იძლევა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტი შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს; რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს; ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)