16:50 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 15:09:25, 995 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველოში გვაქვს ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას ინკლუზიურობის კომპონენტი აკლია

"დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

როგორც პრემიერმა განმარტა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში თანაბრად არ მონაწილეობს 

"საქართველოს პარლამენტში წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა საკმაოდ ამბიციური რეფორმათა პაკეტით. რა თქმა უნდა, მათი დიდი ნაწილი ემყარება წარმატებული ეკონომიკების გამოცდილებას. მე რამდენიმე მაგალითიც მოვიყვანე. იმ მიმართულებებში, რომლებიც გვინდა ციფრულ ეკონომიკაში განვავითაროთ, მაგალითად ძალიან  მნიშვნელოვანი ნაწიწლიშეიტანა ესტონეთის გამოცდილებამ. ჩვენ გაზიარებული გვაქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, მაგრამ რა თქმა უნდა, შევეცადეთ, ჩვენი რეფორმების პაკეტი დღეს არსებული გამოწვევების მიხედვით მომზადებულიყო, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში და ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ძალიან ხელშესახები ეკონომიკური ზრდა, თუმცა მას აკლია ინკლუზიურობის კომპონენტი - ანუ აკლია ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი თანაბრად არ მონაწილეობს ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და განაწილებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ ეს პოლიტიკა გამოვასწოროთ", - განაცხადა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics