|
2018-06-23 11:08:40, 817 ნახვა
სამართალი
შსს-მ რუსეთის მოქალაქე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს, ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული ვ.ე. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალის“ ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც რუსეთის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.ე.-მ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში უკანონოდ შეიძინა 1991 წელს დაბადებული შ.დ.-ს სახელზე რეგისტრირებული „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, რომელიც თავისი კუთვნილი ავტომანქანით რუსეთის ფედერაციაში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადაჰქონდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- გადაზიდვის ფაქტზე, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მომზადების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადატანის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 18-236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 19-214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
(NS)
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)