|
2018-06-22 19:46:00, 956 ნახვა
კომენტარი
ბესელია: თუკი ბოკერიას ქადაგიძის და ჭაიას დახმარება სჭირდება, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით
„თუ ასეთი დახმარება სჭირდება გიგა ბოკერიას ან ვინმეს სხვას, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ კომისიაში ექსპერტის სტატუსით ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას მოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუკი კომისია ექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს, ამის თაობაზე ყველა წევრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია და გადაწყვეტილებაც კენჭისყრით უნდა იქნას მიღებული. “მნიშვნელოვანია, კომისიამ დაამკვიდროს სწორი პრაქტიკა და შექმნას ისეთი პრეცედენტები, რომელზეც პასუხისმგებლობასაც აიღებს ის ხალხი, ვინც ამას ხმას აძლევს და რომელიც მომავალშიც გახდება განსჯის საგანი. მე დავაყენე ძალიან პრინციპული საკითხი - კომისია თუკი იწვევს ექსპერტებს ან სპეციალისტებს, კომისიის წევრებმა უნდა იცოდნენ ამის თაობაზე. აღმოჩნდა, რომ კომისიის თავმჯდომარეს ისე ყავს მოწვეული ჭაია და ქადაგიძე, რომელთა გვარებიც კარგად იცის საზოგადოებამ, ამის თაობაზე კომისიის წევრები ინფორმირებული არ ვიყავით. ამავე დროს, კომისიამ უნდა მოიწვიოს ისეთი ექსპერტები, რომელთაც შეუძლიათ კომისიას ღირებული და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ. ამ გადაწყვეტილებას როდესაც იღებს კომისიის თავმჯდომარე, მას რეგლამენტით ერთპიროვნულად ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვთ. მას შეუძლია თავის დამხმარედ ის მოიწვიოს ვინც უნდა, მაგრამ თუკი კომისიის სახელით იწვევს ასეთ პირებს, მინიმუმ კომისიის სხდომაზე უნდა იყოს ეს საკითხი დასმული. მე არ ვიცი ჭაია და ქადაგიძე რით უნდა დაეხმარონ კომისიის წევრებს. თუ ასეთი დახმარება სჭირდება გიგა ბოკერიას ან ვინმეს სხვას, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით. ჩვენ არ გვჭირდება ნამდვილად ამ ადამიანების დახმარება. ძალიან პრინციპულია კომისიას ჰყავდეს ექსპერტები, რომელთა მიმართ სულ მცირე, მძიმე კითხვები არ არსებობს. ასეთი ადამიანების გამო ვიდექით ჩვენ წლების განმავლობაში ქუჩაში, როდესაც ძალადობას, ადამიანების ჩაგვრასა და უფლებების ფეხქვეშ გათელვას ვაპროტესტებდით, სწორედ იმის გამო, რომ ასეთი ადამიანები იყვნენ შს სამინისტროს სისტემაში. თუკი კომისიას ასეთი ექსპერტები სჭირდება, ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ და მათმა თანაგუნდელებმა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)