|
2018-06-22 17:06:56, 5315 ნახვა
კულტურა
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჩინური მინი-სერიალის გადაღება დაიწყო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჩინური მინი-სერიალის გადაღება დაიწყო. „ნიღაბი” („The Mask”) - ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ჩინურ კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია „არსენ პროდაქშენი“ მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, სერიალი დეტექტიური ჟანრის არის, სადაც მთავარ როლში ყოფილი პოლიციის ოფიცერი ჯი ფანია, რომელმაც პატარა ქალაქში მომხდარი რამდენიმე მკვლელობა უნდა გამოიძიოს. საინტერესოა, რომ მთავარ გმირს, ყველაფრის გამოსააშკარავებლად გამოძიება საქართველომდე მოიყვანს. მოპარული ყელსაბამი, რომელიც ყოფილ პოლიციელს თბილისში ჩამოიყვანს მხოლოდ პატარა ნაწილია იმ დიდი სურათისა, სადაც ჩინური, ვიეტნამური და ქართული კრიმინალური დაჯგუფებები არიან გარეული. სერიალის გადაღებები, რომელიც მიმდინარე წლის, 23 ივნისს დაიწყება, ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გადაღებების პროცესში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. სერიალის შინაარსის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის ლოკაციები თბილისსა და ბათუმში შეირჩა. ხვალ, 23 ივნისს, გადაღებები, პარალელურად რამდენიმე ლოკაციაზე დაიწყება, კერძოდ: სამედიცინო დაწესებულებაში „ლანცეტი“, მეტრო სადგური - ტექნიკური უნივერსიტეტი, სასტუმრო „ტერასა“, ავლაბარში, ჯავახიშვილის N13-ის მიმდებარე ქუჩა, მეტრო ელექტროდეპოს ხიდის ქვეშ. შეგახსენებთ, რომ ჩინური მხარე საქართველოში ფილმის გადაღებით პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში დაინტერესდა. აღნიშნული ფესტივალი მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა ამომწურავი ინფორმაცია მიეღო ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ. საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი სულ უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც მატულობს. 2016 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ხელშეწყობით, საერთაშორისო პრომო-კამპანიები და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციები იმართება. პროექტის ამოქმედებიდან დღემდე 15 განაცხადი შემოვიდა. აქედან გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 6 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული 15 ფილმის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 26 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტ ადამიანს აღემატება.
(NS)
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)