|
2018-06-22 12:09:26, 889 ნახვა
სამართალი
სარალიძე: პროკურორმა გუგუშვილმა მე და მამაჩემს მოგვმართა: თუ ბევრს ილაპარაკებთ, იმათაც გამოვუშვებთ, ვინც დაჭერილიაო [ვიდეო]
„ერთ-ერთ შეხვედრაზე პროკურორმა იმედა გუგუშვილმა მე და მამაჩემს მოგვმართა: თუ თქვენ ბევრს ილაპარაკებთ, იმათაც გარეთ გამოვუშვებთ, ვინც დაჭერილიაო“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიასთან სეხვედრის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქმის პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ მისი შვილი მხოლოდ ერთმა პირმა - გ.ჯ.-მ მოკლა. „საქმის პროკურორებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა თავიდან. ერთ-ერთ შეხვედრაზე, თან მახლდა მამაჩემიც - ფრიდონ სარალიძე. ისევ ამტკიცებდნენ, რომ ჩემი შვილი მხოლოდ გ.ჯ-მ მოკლა. მე სიმართლე ვიცოდი და ვფიქრობდი, რომ ალბათ, ბავშვებმა არ ითანამშრომლეს. გამოძიების ეტაპზე იყო საქმე და ვფიქრობდი, რომ სიმართლეს დაადგენდნენ. მამაჩემი მწყობრიდან გამოიყვანა სიტყვებმა, რომ მხოლოდ გ.ჯ. იყო ჩემი შვილის მკვლელი. მე ვუთხარი, რომ თუ ასეა საქმე რომ მხოლოდ ერთი უნდა მიეცეს პასუხისგებაში და დანარჩენს ვერ პოულობთ ან არ პოულობთ... სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია, რომ როდესაც ორი არასრულწლოვანის მკვლელობაზეა საუბარი, ვინმე რაიმეს დაფარვას მოინდომებდა. როდესაც ვსაუბრობდით, რომ მხოლოდ ეს ადამიანი არ იქნებოდა ჩემი შვილის მკვლელი, გუგუშვილის მომართვა იყო ასეთი: თუ თქვენ ბევრს ილაპარაკებთ, ამათაც გარეთ გამოვუშვებთ ვინც დაჭერილია. პირდაპირი პასუხი იყო ჩემი, გამოუშვით პრობლემა არ არის, ნუ თუ დანარჩენი მკვლელები გარეთ უნდა იყვნენ, აზრი რა აქვს ამ ერთი ადამიანის დაკავებას, ან ორი ადამიანის დაკავებას?! ამ სიტყვებზე მამაჩემი ძალიან განაწყენდა, რა საუბარი იყო იქ კონკრეტულად არ მახსოვს, მამაჩემიც გამოვიდა მწყობრიდან. სიმართლე გითხრათ არ გვიჩხუბია, მაგრამ იგივე დაადასტურა მამაჩემმაც, თუ ასე არის საქმე ესენიც გამოუშვით გარეთ, ფაქტია, რიმ თუ სიმართლე არ უნდა გაირკვეს, რაღა აზრი აქვს ორი იქნება დაჭერილი, თუ საერთოდ არავინ არ იქნება დაჭერილი, აი ამ სიტყვების მერე მივხვდი, რომ აქ ცოტა რთულად იყო საქმე, ან არაპირებდნენ სრულფასოვნად გამოძიებას, ან რაღაც ხდებოდა, მაგრამ იმედი მაინც არ დამიკარგავს, მაინც ვენდობოდი პროკურატურას. კი მართალია, ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეებს ამბობდნენ, ისევ და ისევ მიმტკიცებდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გ.ჯ.-მ მოკლა ჩემი შვილი. ამიღწერა კიდეც ზვიად ფხაკაძემ დაახლოებით, როგორ შეიძელბოდა დაერტყა დანა 12-ჯერ ჩემი შვილისთვის. როდესაც პროცესების ბოლო ეტაპი დაიწყო, დაახლოებით მაისის თვეში, მე მივმართე იმედა გუგუშვილს, თუ სიმართლე ბოლომდე არ გაირკვევა, შეიძლება „მალალეტკების“ ომი დაიწყოს თქო, მიპასუხა: ეგ ჩემი პრობლემა არ არის, დაიწყოსო. ამ ადამიანს არ აიტერესებს სიმართლის დადგენა, ფაქტია, რომ ადამიანი არ არის, ის პროკურატურაში კი არა საერთოდ არ არის გასაჩერებელი ქვეყანაში“,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)