|
2018-06-22 11:59:39, 952 ნახვა
კომენტარი
სარალიძე - როდესაც ბავშვი მიწას მივაბარე, მის მეგობრებთან გასაუბრება ვცადე, თუმცა მშობლებმა საუბარი არც ერთს არ აცადეს
"როდესაც ბავშვი მიწას მივაბარეთ, შემდეგ დავუძახე მის მეგობრებს სასაუბროდ, თუმცა მშობლებმა მათ ლაპარაკის საშუალება არ მისცეს", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას აგრეთვე აქვს აუდიო ჩანაწერილი, რომელშიც მისი შვილის მეგობრები ინციდენტის დეტალებს იხსენებენ, თუმცა სარალიძის თქმით, მათ ეს დეტალები სასამართლო სხდომაზე არ უხსენებიათ. "როდესაც ჩემი შვილი საავადმყოფოში იწვა, იქ თითქმის მთელი 51-ე სკოლა იყო და არა მარტო სკოლა. ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა იქ და ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ, თუ ვინ დაარტყა დანა ჩემ შვილს. ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი და მიხეილ კალანდია. როდესაც ბავშვი მიწას მივაბარეთ და ყველაფერი ჩატარდა ისე როგორც საჭირო იყო, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას, ბავშვებს. ისინი მშობლებთან, კერძოდ კი, მამებთან ერთად მოვიდნენ. მაინტერესებდა რას იტყოდნენ. სამწუხაროდ არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. შემდეგ მქონდა საუბარი კიდევ დ.ღ-სთან და დ.ნ.-სთან. ესენი ჩემი შვილის მეგოობრები არიან. მათთან საუბარი მქონდა ჩაწერილი, ზვიად კუპრავაც ესწრებოდა ამ საუბარს, თუმცა რაც ამ ჩანაწერში ისაუბრეს აბსოლუტურად ყველაფერი უარყეს სასამართლო პროცესზე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)