|
2018-06-19 15:37:28, 701 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია წულუკიანს: ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები
„არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვხატო, რომ ქალბატონმა თეამ ბატონ შოთაძეს ამ ჯერზე ძალიან ცოტა მადლობა გადაუხადა და რამე კრიზისი ხომ არ გაქვთ?“, - ასე მიმართა „ევროული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს. ხოშტარიამ წულუკიანის საქმიანობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მინისტრობის კანდიდატის აღქმა არსებულ ვითარებაში არაადეკვატურია. „აზრი ხომ არ შეიცვალეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შოთაძემ რაღაც ხომ არ დააშავა მოქალაქეებთან? - აბსოლუტურად არაადეკვატურია თქვენი აღქმა და თქვენი პასუხისმგებლობის აღქმა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც დღეს არის ქვეყანა. იმ კრიზისის ფონზე, როდესაც ადამიანი აბსოლუტურად გაითელა და თქვენ საუბრობთ რაღაც ტალღებზე. ხუთი წელია ადამიანის უფლებების დროშით ხართ მოსული, რეფორმების ტალღებზე ლაპარაკობთ და ცუნამმა და უსამართლობის განცდამ წაიღო ოჯახები“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)