|
2018-06-19 12:39:49, 670 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: მცირე მთავრობა გადაწყვეტილებების აღსრულებას უფრო ეფექტიანს გახდის
„მცირე მთავრობის იდეა მისაღებია, იმიტომ რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მცირე მთავრობა უფრო ეფექტიანს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას. „რაც შეეხება მცირე მთავრობის იდეას, ეს რა თქმა უნდა მისაღებია, იმიტომ რომ უკავშირდება პირდაპირ მმართველობით რეფორმას და მმართველობის გაუმჯობესებას. ამაზე ჩვენ ადრეც გვქონდა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ უფრო ეფექტიანები ვიყოთ გადაწყვეტილებებში და გადაწყვეტილებების მიღებიდან აღსრულებამდე იყოს მაქსიმალურად შემოკლებული დრო და იყოს უფრო ეფექტიანი ჩვენი აღსრულება გადაწყვეტილებების. შესაბამისად, მცირე მთავრობა ზუსტად ამას პასუხობს და ეს აბსოლუტურად მისაღებია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება და მისთვის მისაღები იქნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც მამუკა ბახტაძე სამომავლოდ მიიღებს. „მამუკა ბახტაძეს ვიცნობ რამდენიმე წელია. ჩვენ ერთ გუნდში ვმუშაობთ და მასთან მუშაობა არის ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და საინტერესო. მე ვარ გუნდის ნაწილი და როგორც გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილების მონაწილე ვიქნები მეც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობს. ამ წუთებში, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)