17:57 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 11:13:49, 969 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

გაერთიანებული კომიტეტების სხდომებზე მოსმენა 12:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ჯერ საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდებიან, შემდეგ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებს, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. მოგვიანებით, ბიუროს სხდომაა დაგეგმილი.

ხვალ კი, 12:00 საათზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე  სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება.

შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარდგა. სიაში მინისტრობის მხოლოდ სამი ახალი კანდიდატია - საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნიკოლოზ გაგუა. სამივე მათგანი მანამდე ამავე უწყებებში მინისტრის მოადგილის თანამდებობებს იკავებდნენ. როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტროების რაოდენობის 14-დან 11-მდე შემცირება იგეგმება, რასაც პარლამენტის მხრიდან საკანონმბდებლო ცვლილებები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიყვანილი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა
მახაშვილი - ევროკომისიის წლიური ანგარიში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში არაპროპორციული ჩარევა და სუვერენიტეტზე პირდაპირი თავდასხმაა
სწრაფი საერთაშორისო გადარიცხვები ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკმა AI-ის დანერგვისთვის Global Finance-ის ჯილდო მიიღო
11-17 ნოემბერს საქართველოს ბანკი და LEAF-ი საერთაშორისო განათლების რეგიონულ ტურს 4 ქალაქში გამართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics