|
2018-06-18 19:35:29, 780 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას, ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას
„რეალურად, ამ კვირაში, პარლამენტში, ჩვენ მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვანიჭებთ მას პრემიერ-მინისტრის სტატუსს და ლეგიტიმაციას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე ისაუბრა „ამის შემდეგ ბატონმა მამუკა ბახტაძემ უნდა წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და განახლებული შემადგენლობა. ვინაიდან, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის უზენაესი, სწორედ ამ პროცედურით, პარლამენტში ჩვენ ვიცავთ კანონს და ამავე დროს, მამუკა ბახტაძეს ვუცხადებთ ნდობას და ვაძლევთ ლეგიტიმაციას, რომ ეს რეფორმა ჩაატაროს. იურიდიულ პროცესს, რომელიც ამ კვირაში უნდა გავიაროთ, პარლამენტში სხვა ინტერპრეტაციები არ აქვს და ვერც ექნება. მისი ერთადერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადოთ ახალ პრემიერ-მინისტრს და მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს მთავრობის განახლებული სტრუქტურა და შემადგენლობა",- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)