|
2018-06-18 19:00:27, 876 ნახვა
კომენტარი
გედევან ფოფხაძე: ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე
„ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე და მოვიხვედრო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იუსტიციის მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თეა წულუკიანი ქართულ პოლიტიკაში მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია. „თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მას ესროლოს ქვა, ჯერ თვითონ იყოს იმ პოლიტიკური სტანდარტების მატარებელი და ერთგული, რაც გააჩნია იუსტიციის მინისტრს. შესაბამისად, ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე და მოვიხვედრო და სხვებმა როგორც უნდა ისე ჩათავლონ“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისად, გარკვეულ დროს საჭიროებს. სწორედ ამის გამო, ბახტაძის თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. „შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, ხელახლა უნდა გავიაროთ ნდობის გამოცხადების პროცედურა უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)