|
2018-06-18 17:12:01, 1042 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მთავრობის რეორგანიზაციის პროცედურების გავლა ერთ კვირაში შეუძლებელია
„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება - სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა",- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შედარებით ხანგრძლივი ვადებით ამ პროცედურის გავლა, გვსურდა, რომ სულ მცირე, ორი დღე დაგვეთმო კომიტეტებისთვის და ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, თუმცა, დღეს ალბათ, მოისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საჯარო განცხადება იმის თაობაზე, რომ იგეგმება ცვლილებების შეტანა, პარლამენტისა და მთავრობის თანამშრომლობით. იგეგმება ცვლილებების შეტანა კანონში „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ". იგეგმება სამინისტროების შემცირება, ასევე, იგეგმება, უკვე რეორგანიზაციის შემდეგ, პერსონალური განახლებაც მთავრობის შემადგენლობაში. შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 3 კვირაში, მოგვიწევს იგივე პროცედურის ხელახლა გავლა, წარმოდგენილი იქნება ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ახალი სამთავრობო შემადგენლობა, განახლდება, ასევე, შინაარსი, სამთავრობო პროგრამის, ბუნებრივია, როდესაც დასახელდებიან ახალი მინისტრობის კანდიდატები, მათ ექნებათ საკუთარი ხედვა კონკრეტულ დარგებთან მიმართებით, შესაბამისად, განახლება შეეხება, ასევე, სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ერთი და იგივე პროცედურა თავიდან არ გავიაროთ ორჯერ, რაც იქნება, ბუნებრივია, აზრს მოკლებული, შემოთავაზებულია, რომ ჩვენ, ამ ეტაპზე, შედარებით მოკლე ვადებში განვიხილოთ და გავიაროთ ეს პროცედურა და უკვე, დაახლოებით, 3 კვირის თავზე, როცა შემოვა საქართველოს პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობა, განახლებული სტრუქტურით, იქ მეტი დრო დავუთმოთ ამ პროცედურას. ეს არის შემოთავაზება და ამას ეფუძნება სწორედ შემოთავაზებული გრაფიკი, მათ შორის, ეს ვადები, რომელიც არის განსაზღვრული ამ გრაფიკით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, რამდენიმე კვირიანი ინტერვალით, მთავრობისთვის ნდობის ორჯერ გამოცხადებას სამართლებრივი მიზეზები აქვს. „ მიზეზი არის სამართლებრივი. მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ერთკვირიანი ვადა აქვს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში, შეუძლებელია, ბუნებრივია, კანონში ცვლილებების შეტანა. იმისთვის, რომ განხორციელდეს მთავრობის რეორგანიზაცია, უნდა შევიდეს ცვლილებები მთავრობის შესახებ კანონში. ამისთვის საჭიროა პროექტის შემუშავება, საჭიროა მთავრობის სხდომის ჩანიშვნა და ასევე, საჭიროა კანონპროექტის ინიცირება, შემდეგ სამი მოსმენით განხილვა, მიდის კანონპროექტი პრეზიდენტთან, ბრუნდება უკან, ქვეყნდება კანონპროექტი და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლა შეუძლებელია, ბუნებრივია, ერთი კვირის განმავლობაში და ეს არის სამართლებრივი მიზეზი, რის გამოც, ჩვენ გვიწევს, სამკვირიანი თუ ოთხკვირიანი ინტერვალით, ორჯერ ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. მიზეზი, კიდევ ერთხელ, მდგომარეობს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, ერთი მესამედის განახლება იწვევს, ავტომატურ რეჟიმში მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადებას. სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)