02:08 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 16:29:01, 724 ნახვა

კომენტარი
უსუფაშვილი: ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება - პრემიერობის კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია უნდა მიაწოდოს

„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეების განმავლობაში, არ მეგონა“,- ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მან პრემიერობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის მთავრობის არსებული შემადგენლობის ფორმალურად წარდგენის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„საჭიროა სასწრაფოდ პრემიერ-მინისტრობის დასახელებულ კანდიდატს, ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს და კონსტიტუციაში ჩაახედონ და ყველა ვინც ამაზე საუბრობს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ ეს ქვეყანა იმართება კონსტიტუციით. რას ნიშნავს ცოტა ხანი დამამტკიცეთ და სხვა რაღაცას გავაკეთებ და მერე კიდევ დამამტკიცეთ?!  და თუ ის კანონი არ მიიღეს სტრუქტურული ცვლილებების შეცვლაზე, ან ახალი შემადგენლობა არ წარმოადგინა მერე ასე ჰაიჰარად დამტკიცებული მთავრობა უნდა დარჩეს ქვეყანას?! ყოვლად წარმოუდგენელია ხალხო,  მე ნამდვილად არ მეგონა თუ ამ დღეებში კიდევ რამე გამიკვირდებოდა. ამიტომ, ერთადერთი იმედი ახლა პარლამენტზეა. იქნებ მანდ მაინც ეყოს ვინმეს ცოდნაც, სახლემწიფოებრივი აზროვნებაც, მიდგომებიც და ახალ პრემიერს თუ პრემიერობის კანდიდატს ამ საწყის ეტაპზევე კარგად განუმარტონ, რა საქმეს კიდებს ეს კაცი ხელს, რა ჩარჩოებში უნდა ჩასვას თავისი თავიც და მთავრობაც და რა შემთხვევაში შეძლებს ქვეყნის ასე თუ ისე გაძღოლას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობა პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად არსებული შემადგენლობით წარდგება. ხოლო მას შემდეგ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი საკნონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, უკვე განახლებული შემადგენლობით მივა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics