22:10 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 19:05:55, 793 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ბახტაძის ხედვები მისასალმებელია, ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ

მამუკა ბახტაძის ხედვები არის მისაღები და მისასალმებელი, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ყველაფრის დეტალურად განხილვის შესაძლებლობა დროის სიმცირის გამო არ ყოფილა.

„ვრცელი საუბრის და დეტალების განხილვის დრო საათ-ნახევარში, რასაკვირველია, არ გვქონდა უმრავლესობის შეხვედრაზე. მაგრამ არაერთი წინა შეხვედრა უძღოდა დღევანდელ შეხვედრას ფინანსთა მინისტრთან და დეტალებში განვიხილეთ, რა მიმართულებები არის პრიორიტეტული, სოციალურიდან დაწყებული, განსაკუთრებულ თემაზე, რასაც ჰქვია საქართველოს სატრანზიტო სისტემების განვითარება. მისი ხედვები განათლების სისტემიდან დაწყებული დამთავრებული საერთაშორისო უსაფრთხოებით, არის მისაღები და მისასალმებელი. ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ“,- განაცხადა ვოლსკიმ.

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებისა და თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვაზე ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხს მამუკა ბახტაძე თავად შეაფასებს.

„მინისტრების გადაყენებას მოითხოვენ, ქვეყნის დესტაბილიზაციას მოითხოვენ, რყევას მოითხოვენ და  დაპირისპირებებში მაღალ ხარისხს მოითხოვენ. რასაკვირველია, მამუკა ბახტაძე ამ მოთხოვნების გარეშე შეაფასებს სიტუაციას და წარმოადგენს თავის კანდიდატურს“,- აღნიშნა გია ვოლკიმ.

 

შეგახსენებთ, ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად მამუკა ბახტაძე წარადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics