|
2018-06-14 16:08:02, 994 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ პირველი შეხვედრა აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველთან, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, მამუკა ბახტაძესთან გამართა. მხარეებმა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას. „მსურს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ბატონ ნაკაოს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში სტუმრობისთვის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. აზიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ADB-ი მონაწილეობს ყველა წამყვან ინფრასტრუქტურულ პროექტში საქართველოში, ეს შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს, ასევე ახალ დერეფანს ჩრდილოეთი-სამხრეთის მიმართულებით. ამასთან, ADB-ი აქტიურად არის ჩართული განათლების სექტორის მომავალ რეფორმაში," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. აზიის განვითრების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, ქვეყნისათვის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე. „ქვეყანა საკმაოდ სწრაფად იზრდება, გასულ წელს ექსპორტი გაიზარდა 30%-ით და კვლავ განგრძობს ზრდას. ტურიზმის სექტორი საკმაოდ ძლიერია და მწამს, რომ ამ სექტორს აქვს დიდი პოტენციალი. ინფლაციის დონე კონტროლს ექვემდებარება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი დაფინანსებულია მზარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა მიღწეულია და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ეკონომიკური რეფორმები. მეტი ინვესტიციაა საჭირო, განსაკუთრებით, მაღალტექნოლოგიურ სფეროში, ასევე, საჭიროა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. აზიის განვითარების ბანკი ქვეყანას დახმარებას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მშენებლობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, მხარდაჭერა გავუწიოთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა განათლება, ასევე გავაგრძელოთ თანამშრომლობა მმართველობითი რეფორმების გაძლიერების მიმართულებით," - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.
(NS)
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)