|
2018-06-14 15:45:54, 752 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, 17:00 საათზე გახდება ცნობილი
ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, დღეს 17.00 საათზე გახდება ცნობილი- ამის შესახებ დედაქალაქის, მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც მიწვეულები არიან. „დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი“,- განაცხადა კალაძემ. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 17:00 საათზე გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)