|
2018-06-14 11:18:25, 696 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები
გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ,– ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანელიძემ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო და ამაყობს წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით. „დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ამ გუნდს და საქართველოს მომავალი წარმატებები ჰქონდეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ის შედეგები იქნა მიღწეული, რითაც ვამაყობ. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ ვისაუბროთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გუშინვე გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)