|
2018-06-13 21:05:36, 669 ნახვა
კომენტარი
ეკა გიგაური: ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შსს ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა. „მთავარი, რაც ჩვენ გავიგეთ ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ მათი დიდი სურვილი არის ეს საქმე გამოძიებული იქნას და დადგინდეს ყველა ის პირი, რომელიც ერთის მხრივ, ჩართული იყო მკვლელობაში და მეორეს მხრივ ის პირები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ გამოძიებაზე. ჩვენც, ჩვენის მხრიდან, რა თქმა უნდა დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა წუხილები აქვს ზოგადად ზაზა სარალიძეს, მაგრამ ამავდროულად, ვისაუბრეთ რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში გამოძიებასთან დაკავშირებით. ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა, ჩვენ გვაქვს უბრალოდ იმედი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მართლაც მიიყვანს ბოლომდე ამ გამოძიებას", - განაცხადა ეკა გიგაურმა. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)