|
2018-06-13 19:51:48, 677 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: კვირიკაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა - გუნდს ახალი ენერგია სჭირდება
„ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც პრემიერმა თქვა უკანასკნელ პერიოდში იყო გუნდში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გუნდს განვითარების მეტი დინამიკა სჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. „ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც პრემიერმა თქვა უკანასკნელ პერიოდში იყო გუნდში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ საკითხებზე. მართალი იყო ბატონი გიორგი და დავეთანხმები მას იმაში, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების სწორი მიმართულება იყო „ქართული ოცნების“ ძირითადი ფუნდამენტი. ჩენ მთელი გუნდი ვზრუნავდით და ვფიქრობდით, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარებულიყო და ეს ასეც არის. გუნდში იყო განწყობები, რომ ქვეყანა უნდა განვითარდეს კიდევ მეტი დინამიკით, ეკონომიკური პოლიტიკა უფრო სწრაფი ტემპებით განვითარებას საჭიროებს, ამასთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა, კამათები და ამას დაემატა უკანასკნელ პერიოდში გავრცელებული კვლევები. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ბევრი პოზიტიური მომენტიც იყო. გუშინ იყო ერთ-ერთი შეხვედრა სადაც იგრძნობოდა კონკრეტული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები არის საჭირო, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ პრემიერის ეს გადაწყვეტილება იყო გაგრძელება გუნდის განწყობისა და მისივე განწყობისა, ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ გუნდს სჭირდება ახალი ენერგია, ახალ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხი, მეტი ტემპი და დინამიკა განვითარების, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკური მიმართულებით. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა ჩვენს ქვეყანაში ვიცით და ეს ნამდვილად ადვილი გადასაჭრელი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი რჩება, რომელიც სწრაფად ითხოვს მისი ერთი მოქალაქის პრობლემის გადაწყვეტას, ოჯახები ითხოვენ მათი გაჭირვების რაც შეიძლება მალე აღმოფხვრას და გადაწყვეტას. აქიდან გამომდინარე, ახალი ენერგია ამას ნამდვილად გამოადგება, ახალი მიდგომები, ახალი რეფორმები ამას ნამდვილად გამოადგება და ამიტომ არ იყო ჩემთვის მოულოდნელი პრემიერის ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)