|
2018-06-13 19:42:02, 657 ნახვა
კომენტარი
მელია კვირიკაშვილის გადადგომაზე: ივანიშვილმა ბარტყების გადმოგდება დაიწყო
ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა ღარიბაშვილი, იმიტომ რომ მან ის მაინც თქვა რომ ბიძინამ დამნიშნა და ბიძინამ გამიშვა- ასე გამოეხმაურა, გიროგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მისი თქმით, პრემიერის გადადგომა არის ხალხის გამარჯვება და ოქტომბრის არჩევნებზე ყველაფერი დამთავრდება. „ბატონმა კვირიკაშვილმა თქვა შემდეგი, რომ თითქოს მას ხედვებთან დაკავშირებით, თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან უთანხმოება აქვს. ეს ადამიანი 30 მარტს თვენახევრის წინ საუბრობდა ცინიკურად, საზოგადოებას ესაუბრებოდა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აქ ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთ ჩემს ადმინისტრაციასო და რომ ელოდებით ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო, პირობას გაძლევთ რამდენიმე წელი ეს ტაიმერი არ დარეკავსო. აქედან გამომდინარე რისი თქმა შეიძლება, დიახაც, საზოგადოების ძალიან პატარა მაგრამ მაინც გამარჯვება. ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება. გადმოაგდო მირზა სუბელიანი, გადმოაგდო შოთაძე და გადმოფერთხა მთელი მთავრობა. პირადი მზარეულის დანიშვნა უნდა ქალბატონი ცქიტიშვილის? ოლიგარქატი უნდა დამარცხდეს. ბიძინა ივანიშვილის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს და ამას გააკეთებს საზოგადოება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)