|
2018-06-13 15:08:02, 885 ნახვა
სამართალი
გოცირიძე: აზერ სულეიმანოვი ვითარებას არკვევდა - არ მოგცემთ უფლებას, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნოთ
აზერ სულეიმანოვი მარნეულში მომხდარი ინციდენტის მხოლო ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ვითარების გარკვევა ჰქვია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სულეიმანოვს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. „ახლა ტელეფონზე ველაპარაკები აზერ სულაიმოვას. აი ასე ვამოწმებთ ოპერატიულად ინფორმაციას და ვამხელთ სიცრუეს. მან არ იცის რა ხდება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეპუტატის წინააღმდეგ. შემთხვევა იყო შემდეგი: ეს ახალგაზრდა რომელსაც მოექცნენ მართლაც საშინლად თურმე ყოფილა „ოცნების“ წევრი და თქვენი აქტივისტი, რომელიც გამოვიდა მიტინგზე და შემდეგ მოხდა ამ ახალგაზრდის დაბარება შეიხის აზერ სულეიმანოვის და საკრებულოს მაჟორიტარული დეპუტატების მიერ და აზერ სულეიმანოვი ამ გარემოცვაში მათ სასულიერო ლიდერთან ერთდ მონაწილეობდა ამ ახალგაზრდებთან საუბარში რომლის მიზანი იყო ერთადერთი რამ, 11 წელი იცნობს ამ ბიჭს შორიდან. 6 წლის განმავლობაში ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მებრძოლი. კითხვა იყო ერთდერთი, რატომ მონაწილეობ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და რატომ აკეთებ განცხადებებს და ამისთვის შეიხი არის დაბარებული პროკურატურაში. მთელი საქართველოს გასაგონად აცხადებთ, რომ სულეიმანოვი არის ბრალდებული. დიახ, უნდა გამოიძიონ ყველაფერი, რა მოხდა და რატომ იყო ეს პროვოკაცია და რა შუაში არის აზერ სულეიმანოვი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროცედურაში მონაწილეობდა, რომელსაც ჰქვია ვითრების გარკვევა. ამას ჩვენ გავარკვევთ და არავის არ მოგცემთ უფლებას ადამიანები დევნოთ პოლიტიკური ნიშნით და გამოიგონთ ახალ ახალი იურიდიული ტერმინები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, სულეიმანოვის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ცემის ფაქტზეა დაწყებული. „საქართველოს პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რომელიც წარედგინება საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესებისა და ვადების დაცვით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)