|
2018-06-13 12:05:21, 851 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე ნათია მეზვრიშვილს: თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ
„თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ“, - ასე გამოეხმაურა, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა ზარალიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას. „რა გითხრათ ქალბატონო ნათია. არც კი ვიცი რა სიტყვებით შევაფასო თქვენი დღევანდელი განცხადებები. მხოლოდ ერთს გეტყვით, თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ და იმ მკვლელების სიაში ხართ, ვინც ჩემს შვილზე ხელი ასწია იმ საზარელ დღეს“, - წერს სარალიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, მეზვირშვილი, მოსამართლეს, არასწორი განაჩენის გამოტანაში ადანაშაულებს. „შ.ს.ს. მინისტრის მოადგილე ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს,რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა. ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი,რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა. ფაქტია შ.ს.ს_ც მეუბნება, ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი თუ არა გაგანადგურებო. მინდა მადლობა გადავუხადო შ.ს.ს._ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის. მაგრამ მინდა შეგახსენოთ, 2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც. თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთმკვდარი მეორეთ აღარ კვდება“, - წერს სარალიძე. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-მ მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა მაშინ უთხრა, როცა დანაშაულში ბრალდებული პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)