|
2018-06-12 14:47:14, 3197 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი ცნობილია
მედიაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გავრცელდა. ტრამპმა ჩრდილო კორეისთვისუსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება აიღო. კიმ ჩენ ინმა კი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების გეგმასთან დაკავშირებით, მტკიცე და ურყევი ვალდებულება დაადასტურა- ნათვქვამია ტექსტის შესავალში. ხელმოწერილი შეთანხმება 4 პუნქტს მოიცავს: 1. აშშ და ჩრდილო კორეა იღებენ ვალდებულებას, დაამყარონ ახალი ამერიკულ-ჩრდილო კორეული ურთიერთობები, მშვიდობისა და ორივე სახელმწიფოს აყვავების სურვილის შესაბამისად. 2. აშშ და ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულზე გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის შესაქმნელად იმუშავებენ. 3. მხარეები ამტკიცებენ 2018 წლის 27 აპრილის ფხანმუნჯომის დეკლარაციას, სადაც ჩრდილო კორეა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების ვალდებულებას იღებს. 4. აშშ-მა და ჩრდილო კორეამ აიღეს ვალდებულება, დააბრუნონ დაღუპული სამხედრო ტყვეების ნაშთები, მათ შორის უკვე იდენტიფიცირებული ადამიანების დაუყოვნებლივი რეპატრიაციის. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე, ადგილობრივი დროით 9 საათზე, სასტუმრო კაპელაში შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს მაგიდასთან დელეგაციების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)