13:03 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 19:31:18, 1376 ნახვა

სამართალი
საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია“, - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 8 პირი - ბ.გ., გ.რ., ფ.ჭ., ტ.გ., დ.ო., გ.მ., გ.ხ., მათ შორის, თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე.

„აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“, - განაცხადეს უწყებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics