|
2018-06-11 12:47:41, 872 ნახვა
კომენტარი
კუპატაძე: აქციაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე უპირისპირდებიან
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან ადგილზე იყოფება 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს სცდება“, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ირღვევა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონი. მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან აქ დგას 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს სცდება. მთელი ქალაქი არის პარალიზებული. ვალდებულნი ვართ, რომ ეს სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო და დავუბრუნოთ მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების უფლება“, – განაცხადა კუპატაძემ. მისი თქმით, აქციაზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე და სასმელზე. კარვების გადატანას კი წინ უძღოდა ინციდენტი. საპატრულო პოლიციამ კარვებში მყოფი რამდენიმე პირი დააკავეს. „აქციაზე უკვე მოძრაობენ სხვადასხვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება, არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილებზე, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ინციდენტისას საპატრულო პოლიცია შევედით კარვებში. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც სამხედრო ფორმა ეცვა, განმარტავდა, თუ რა მოხდა ამ ინციდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ის მოქალაქე, მაგრამ აქციის წევრებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, შესაბამისად, მოხდა მათი დაკავება“, - განაცხადა კუპატაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)