|
2018-06-11 11:38:43, 761 ნახვა
კომენტარი
ბესელია: ვითხოვ კონკრეტულად დასახელდეს, ჩემი რომელი ფრაზა იყო ისეთი, რაც ზაზა სარალიძემ შეურაცხმყოფელად ჩათვალა
ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს, სად რომელი ფრაზა იყო ისეთი, რაც ზაზა სარალიძემ შეურაცხმყოფელად ჩათვალა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი აცილების შესახებ სარალიძის მოთხოვნას კიდევ ერთხლე გამოეხმაურა: „თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე ზაზა სარალიძის განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს, სად რომელი ფრაზა იყო ის, სადაც მან ჩათვალა რომ იყო შეურაცხმყოფელი. მე ვითხოვ რომ დაკონკრეტდეს. სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ ასე და მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება გუშინ, მაგალითად, ბატონი ოთარ კახიძის განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად თქვა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს ბატონ სარალიძეს და ათქმევინეს. მე მაინტერესებს მის მიმართ გაცხადდება თუ არა, როგორც კომისიის წევრის მიმართ უნდობლობა. ამაზე მძიმე ბრალდება არავსის უთქვამს და მე ამ საკითხს დავაყენებდი“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ. ბესელია ასევე მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის სამარლთლებრივი გზით სიარული უმჯობესია. „მე ვისურვებ, რომ პროცესები რომელიც დაწყებულია და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამივე მიმართულებით. ეს არის საგამოძიებო კომისია, გამოძიება რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და სამართლებრივი პროცედურები. სამივე ეს პოლიტიკური ბერკეტი იყოს გამოყენებული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის. უმჯობესია ვიაროთ სამართლიანობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომელიც მე მგონია რომ ამ პროცესს უბრალოდ არ ეხმარება“, - განაცხადა ბესელიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)