|
2018-06-10 19:03:24, 952 ნახვა
კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს, ჩემ გვერდით კი მთელი საქართველო იქნება
მე და ზაზამ სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ გვსურს, რომ როგორც ჩვენ გავმწარდით, თქვენც რომ იგივე არ განიცადოთ, დამნაშავეები დაისაჯონ- ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენთან მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაჩალიკაშვილის განცხადებით, ქისტები საქართველოს შვილები არიან და არა ტერორისტები. მისი თმით, ის ზაზა სარალიძესთან ერთად სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძოლებს. „პანკისის ხეობაში რაც მოხდა, საზარელი, ასეთ სასტიკი მკვლელობა, მოხდა იმისთვის, რომ ქართველი და ქისტი ხალხი ერთმანეთისგან დავეშორებინეთ. ეს არ გამოუვათ, რადგან ჩვენ ამ სამშობლოს შვილები ვართ. მე და ზაზა ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თანადგომით, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები დაისაჯოს, ყველამ ამოყოს ციხეში თავი. მე აღარაფერი გამაჩერებს, შუბლში ტყვია თუ გამაჩერებს და ჩემ გვერდით მთელი საქართველო იქნება. მე ის მიხარია ყველაზე მეტად, რომ მთელი საქართველო დაგვიდგა გვერდით. მადლობა ყველას. ყველა რესურსებს იყენებენ, რომ ჩვენში განხეთქილება ჩააგდონ, მაგრამ ყველამ ვიცით, ვისაც ძმობა გვაკავშირებს ერთმანეთს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა მარგუნა სისხლის ზღვა, ტყვიაგაჭედილი შუბლში. რადგან ჩვენნაირებს უკან დასახევი გზა არ გაქვს, ვიდგებით, ვიდრე არ დაისჯება ყველა დამნაშავე და არ იქნებიან ციხეში“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)