|
2018-06-10 18:49:18, 886 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: მოვუწოდებ მმართველ გუნდს, ჩვენთან ერთად დადგნენ სცენაზე და შეებრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ხორავას ქუჩაზე მოკლური ერთ-ერთი არასრულწლონის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. სიტვით გამოსვლამდე სარალიძემ მომიტინგეებს თხოვნით მიმართა, წუთიერი დუმილით, პატივი მიეგოთ გომბორში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულების ხსოვნას. ზაზა სარალიძემ მმართველ გუნდს გამოსვლისკენ მოუწოდა. „მოვუწოდებ მმართველ გუნდს ჩვენთან ერთად დადგნენ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლონ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას. იქიდან გამომდინარე რომ ყველასთვის კარი არის ღია, ვისაც სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა წყურია. მოვიდეს ნებისმიერი. არავის ხელს არ ვკრავთ ჩვენ. აბსოლუტურად ყველა ადამინი. აი ვნახოთ, თუ გული უძგერთ და შეტკივათ ჩვენი შვილების ჭირი, ვთხოვ რომ მობრძანდნენ, დაგვიდგენ გვერდით“,- განაცხადა სარალიძემ. აქციაზე, ასევე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია „ნუ მომკლავ!“ მიმდინარეობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)