|
2015-05-29 10:29:08, 455 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს
ათონელის რეზიდენციაში გადასვლაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობამ თონელის რეზიდენციაზე 25 მილიონი ლარი დახარჯა და პრეიზიდენტის იქ გადასვლა გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. "იყო ამაზე მსჯელობა მთავრობაში, ვფიქრობ რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებისგან, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ინტერესია, არ დაზიანდეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მთავობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი. ეს კიდევ ერთხელ დააზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც არავის ინტერესში არ შედის. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. თუ ჩათვლის, რომ ეს იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება, თუ გამოიყენებდა ამ შენობას, რომელშიც მთავრობამ 25 მილიონი დახარჯა, ეს იქნებოდა მისასალმებელი ჩვენთვის. თუმცა ეს გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)