10:37 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 10:54:05, 882 ნახვა

სამართალი
სარალიძე: ძალიან ვთხოვ შსს-ს, ამ სისულელეებს მორჩნენ - მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას

„რას მეთამაშებიან?! იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც პროკურატურაგადიოდა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შსს-ს მიერ მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით მერაბ მორჩაძის დაკავების ფაქტს.

როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, მორჩაძის დაკავება მის გეგმებს არ შეცვლის.

„ინფორმაცია, თითქოს მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ეს პირი ახდენდა, ეს არ არის ახალი და უცხო ჩემთვის. ამასთან დაკავშირებით ძიება დაიწყო 11 აპრილს, როდესაც მიხეილ კალანდიამ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს. ამაზე ინფორმირებულია ზვიად ფხაკაძე, საქმის პროკურორი. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ სისულელეებს მორჩნენ და შაბათს უკვე ველოდები შედეგებს. მე აქ ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა კი არ აღმოაჩინა, ზვიად ფხაკაძე  პირდაპირ მეუბნებოდა, წარმოგიდგენ იმ სამ პირს, რომლებმაც მიხეილ კალანდიაზე განახორციელეს ზეწოლაო. უბრალოდ, ახლა გავიგე სახელი და გვარი. ეს არის უმსგავსობა. რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა... რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი“, - განაცხადა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics