|
2018-06-09 09:52:55, 1324 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: „ქართული ოცნების’’ პოლიტიკოსები თუ მივლენ 10 ივნისის აქციაზე, იქნება ძალიან სწორი
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 10 ივნისს დაგეგმილ აქციაზე "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ. მარგველაშვილმა დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იდგნენ მმართველი გუდის წარმომადგენლები გამართულ აქციებზე. „მე აქამდეც მიკვირდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახეები, რატომღაც არ იყვნენ ამ მიტინგებზე. მიმჩანია, რომ გამომდინარე იმ პათოსიდან, რომლითაც ჩვენ ვიყავით გაერთიანებული 2012 წლამდე და 2012 წელს, ის ადამიანები, ვინც იქ ვიყავით გაერთიანებული, ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოების მიმართ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო. არ მესიმის რატომ არ იყვნენ იქ ის პოლიტიკოსები, რომლებიც „ქართული ოცნებაში’“ არიან გაერთიანებულები. იქ თუ მივლენ 10 ივნისს, ჩემი აზრით, იქნება ძალიან სწორი. ადამიანს რომელსაც უსამართლობის ტკივილი ამოძრავებს, რატომ არ შეიძლება, რომ შენ იქ იყო?! მინდა, რომ მათ გაიაზრონ მდგომარეობა, როდესაც მათ უნდა იდგნენ დაჩააგრული ადამიანის გვერდით. ასარჩევი მათი არაფერია - უნდა აირჩიონ პროკურორი თუ უნდა აირჩიონ ზაზა სარალიძე. ზაზა სარალიძის გვერდით უნდა იდგნენ ერთმნიშვნელოვნად", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)