19:26 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 15:18:08, 1244 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და სისხლის სამართლის საქმის სპეციალისტია - ამიტომ შევიდა კომისიაში

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას ჩანაცვლება არ იგეგმება. 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და კვალიფიციური იურისტია.

"გადამწყვეტი არც ერთი ხმა არ იქნება უმრავლესობის, რადგან 17-კაციან შემადგენლობაში, "ქართული ოცნებიდან" მხოლოდ 6 დეპუტი. აქედან გამომდინარე კონკრეტულ ადამიანებზე ყურადღების გამახვილება არაფერს არ მოგვცემს. გარდა ამისა, ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სისხლის სამართლის საქმის სპეციალისტი. ამიტომ, ის შევიდა კომისიაში და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. კონკრეტულ ადამიანებზე ხაზგასმა არანაირი შედეგის მომტანი იყო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ცნობისთვის, დღეს ხორავას ქუჩაზე ოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს ეკა ბესელიას უნდობლობა გამოუცხადა და მისი აცილება მოითხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics