|
2018-06-08 15:03:13, 1204 ნახვა
კომენტარი
ადა მარშანია: ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ საგამოძიებო კომისიაში არ დარჩება, რადგან ვიმყოფებით აბსურდის თეატრში
ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს, რადგან ვიმყოფებით არა პარლამენტში, არამედ აბსურდის თეატრში, - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წარმომადგენელმა ადა მარშანიამ განაცხადა. მარშანიამ კომისიის შემადგენლობა გააპროტესტა და სხდომათა დარბაზი დატოვა. „იმის მაგივრად, რომ შეეფასებინათ ზნეობრივად, პოლიტიკურად და სამართლებრივად 9- წლიანი რეჟიმი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის გზას დაადგა, რომელსაც დღემდე ახორციელებს. ამ კომისიის შექმნა არის ამ პიკი, ამ უმსგავსო და დანაშაულებრივი პოლიტიკის. ამის მერე საკვირველია, თოვლის გუნდასავით, დაიწყო პრობლემების დაგროვება და უზნეობას დაემატა უზნეობა, უსამართლობას ემატება ლამის ყოველ დღე ძალიან ძლიერი უსამართლობა. და ცინიზმს და თავხედობას, მე უკვე ვხედავ რომ პარლამენტში აღარ აქვს. საზღვრები გარღვეულია“,- განაცხადა მარშანიამ. ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ კომისია ორ პირობას შეასრულებს. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა გაფართოვდეს განსახილველ საკითხთა წრე და არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გარდა, სხვა ცნობილი დანაშაულებიც უნდა გამოიძიონ. „გაფართოვდეს საკითხთა წრე და კომისიამ ამ უმძიმესი დანაშაულის გარდა, გამოიძიოს ხსენებული რეჟიმის სხვა ცნობილი დანაშაულები, ან თუ წესდება ამის საშუალებას გვაძლევს, პარალელურად შევქმნათ მეორე აბსურდული კომისია, იმიტომ რომ მე აქ სერიოზულად საუბარი მიჭირს. კომისია დაკომპლექტდება რეჟიმის წარმომადგენლებით, მათ ისაუბრონ თავიანთი მმართველობის დანაშაულებზე, ობიექტურად გამოიძიონ ქმედებები და ობიექტური განაჩენი გამოუტანონ თავიანთ თავს. ველოდები კომისიას, პასუხი მითხრან ან დღეს, ან ამ დღეებში“,- განაცხადა ადა მარშანიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)