|
2018-06-08 12:03:37, 961 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: 9 საათი სჭირდებოდა მირზა სუბელიანის დაკითხვას?! არ მგონია, დასაკითხად ყოფილიყო
„თქვენ დარწმუნებული ხართ რომ 9 საათი სჭირდებოდა მირზა სუბელიანის დაკითხვას?! მე არა მგონია დასაკითხად ყოფილიყო იქ, ალბათ მოლაპარაკება მიდოდა იმასთან დაკავშირებით დაეკავებინათ თუ არა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შსს-ში მირზა სუბელიანის ხელმეორედ გამოკითხვას. როგორც სარალიძემ აღნიშნა, გამოძიებას 10 რიცხვამდე აძლევს ვადას, რომ მის მიერ დასახელებული პირები დააკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება. „საერთოდაც პირველი დაკითხვა არის გრძელვადიანი და მეორე და მესამე დაკითხვის დროს ინფორმაციის დაზუსტება ხდება, რასაც სჭირდება დაახლოებით 1 ან 2 საათი, მე გამოძიებას კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე, რომლის დაკავების აბსოლუტური საფუძველი გააჩნიათ და 10 რიცხვამდე მივეცი დრო, თუ არ დააკვებენ, ჩვეულებრივად გაგრძელდება აქციები სამართლიანობის აღსდგენის მოთხოვნით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. „ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გამომძიებლებს ჰქონდათ შეკითხვები და გავეცი პასუხები. რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. იყო დამატებითი შეკითხვები“, - განაცხადა მირზა სუბელიანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)