|
2018-06-08 11:57:44, 1286 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიისის ხელმძღვანელს, სერგი კაპანაძეს ხვდება. შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს. როგორც სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის უნდობლობას უცხადებს კომისიის ერთ-ერთ წევრს, ეკა ბესელიას და მის აცილებას მოითხოვს. „ბესელიას გარდა ყველას ვენდობი კომისიაში. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს, რომ თითქოს რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება ჩემი შვილის სულით მანიპულირების, ამ ადამიანს მე არ ვენდობი. დავაყენებ მისი კომისიიდან აცილების საკითხს“, - განაცხადა სარალიძემ. რაც შეეხება ზოგადად კომისიის მიმართ ნდობის საკითხს, სარალიძე აცხადებს, რომ იმედი აქვს, იმ პირების გამოააშკარავებენ, ვინც „საქმე შეკერა“. „აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომელიც გამაჩნია, დეტალურად მივაწოდებ კომისიას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ პირებს გამოააშკარავებენ, ვინც შეკერა ეს ამბავი. კომისიას ვენდობი იმ ნაწილში, რომ გამოაშ ვინ გააყალბა და შეთითხნა ეს საქმე“, - აღნიშნა სარალიძემ. ცნობისთვის, კომისია პირველ სხდომას დღეს გამართავს. სხდომა თბილისში, პარლამენტის შენობაში 13:00 საათზეა ჩანიშნული
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)