|
2018-06-07 18:28:30, 1491 ნახვა
ეკონომიკა
თბილისი ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმ „Welcome Challenge“-ს უმასპინძლებს
23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge“ უმასპინძლებს. ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, „სი ბი სი ჯორჯია“-ს დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ და „სი ბი სი ჯორჯია“-ს დირექტორმა გელა ენდრიუ სული. "Welcome Challenge“-ის მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმი და ინვესტორ-სტარტაპების დამაკავშირებელი ღონისძიებაა. თბილისში ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება. ფორუმი დარგის საუკეთესო ინოვაციურ სტარტაპებს, ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისა და ფინანსური კომპანიების წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ფორუმის საქართვლოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. „რატომაა ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ ვუჭერთ მხარს - საქართველოსთვის ტურიზმი, გამორჩეული სექტორია, მასპინძლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია - ესაა დასაქმების და შემოსავლების გენერაციის დიდი წყარო, შესაბამისად, კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე საქართველო გამოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე. როგორც წესი, ასეთ ღონისძიებებზე ჩამოდიან ძალიან დიდი და ცნობილი ბრენდების ხელმძღვანელები და უყურებენ, თუ რა იდეა დაგენერირდა წლის განმავლობაში, რომელსაც შეუძლია გაზარდოს ერთის მხრივ ეფექტურობა, მეორე მხრივ - შეამციროს ხარჯები და მოიზიდოს მეტი ტურისტი თუ დამსვენებელი სხვადასხვა მიმართულებით, ინოვაციების სპექტრი კი ძალიან ფართოა“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
(NS)
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)