|
2015-05-28 17:57:23, 425 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროები ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გზაზე ძალისხმევას აერთიანებენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიევში უკრაინელ კოლეგას შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა და პაველ პეტრენკომ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საპასუხო ვიზიტისათვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროები აქტიურად ითანამშრომლებენ საერთო მიზნის მისაღწევად. თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში უკრაინის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას მოხდა შეთანხმება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ინსტიტუციონალურ თანამშრომლობაზე, კიევში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი კი ორივე ქვეყნისათვის კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უკრაინელ კოლეგას რიგის სამიტზე მიღწეული წარმატებაც მიულოცა. „ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას, თქვენ და თქვენს გუნდს, გილოცავთ იმ შედეგებს, რაც დაიდო უკრაინისთვის რიგის სამიტზე. საქართველოს ძალიან კარგად მოეხსენება, რა ძნელია ამ შედეგების მიღწევა მოკლე დროში. ალბათ, არცერთ სამინისტროს არ ეწყინება არც ჩვენს ქვეყანაში და არც თქვენს ქვეყანაში ის, რომ მთავარი სიძნელეები იუსტიციის სამინისტროებმა გადავლახეთ საკანონმდებლო რეფორმების დარგში. ამიტომ გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ ეს არის შუალედური შედეგი და ჩვენ, ორივეს, ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჯერ კიდევ წინ“, − აღნიშნა წულუკიანმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)