|
2018-06-06 14:04:24, 1111 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: აუცილებლობის შემთხვევაში, ზაზა სარალიძეც გამოიკითხება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება. ამის შესახებ ინფორამციას 1tv ავრცელებს. როგორც ჟურნალისტებს მეზვრიშვილმა განუცხადა, ფარდულთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ფარდული ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით დაინგრა და ამაში არც ერთი თანამდებობის პირის ხელი არ ურევია. „მით უმეტეს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ყველა მტკიცებულება რომელიც გამოძიებას სჭირდებდა, ამოღებული იყო და შემთხვევის ადგილი დათვალიერებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში ატარებს. მოწმეების გამოკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მუშაობს ისაა, რომ იმ პირთა წრე დავადგინოთ და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ, რომლებმაც პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედებაში მონაწილეობა მიიღეს. ასევე გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ. როგორც კი იმ პირებს დავადგენთ, რომლებმაც ფაქტების დამახინჯებას რაიმე ფორმით, ფინანსური რესურსების თუ სხვა მეთოდების გამოყენებით, ხელი შეუწყვეს, დაუყონებლივ დავაყენებთ ამ პირების პასუხისმგებლობის საკითხს. მათ შორის, თუ გამოძიების პროცესში იმის აუცილებლობა დადგება, რომ ზაზა სარალიძე გამოიკითხოს, ის აუცილებლად გამოიკითხება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)