|
2018-06-05 13:10:07, 1665 ნახვა
სამართალი
არჩილ ტატუნაშვილს 100-მდე დაზიანება ჰქონდა - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი ცნობილია
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სამედიცინო დასკვნა ცნობილია. ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტის თამარ ავალიანის ინფორმაციით, ბიუროს დასკვნით არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ადვოკატის თქმით, გონივრულ ვადაში კომისიური ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. „საუბარია მაგალითად 46-მდე დაზიანებაზე, რომლებიც მიყენებულია ბრტყელი ცილინდრული ზედაპირის მქონე საგნების მრავალჯერადი გამოყენებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქმის გარემოებებისთვის და ყველა მათგანი რა თქმა უნდა, სიცოცხლისდროინდელია. სამედიცინო ექსპერტიზამ ფაქტობრივად, აღწერა ის 100-მდე დაზიანება, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ამისთვის, როგორც დასკვნაში წერია, აუცილებელია ჩატარდეს კომისიური ექსპერტიზა, რათა დაზინებების სიმძიმე განისაზღვროს. ასევე, განისაზღვროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზები. ექიმ-სპეციალისტები ჩაატარებენ კომისიურ ექსპერტიზას და ვითხოვთ, ის დროულად ჩატარდეს. ეს არის ძალიან მცირე კომპონენტი იმ დასკვნის, რომელიც აუცილებელია გვქონდეს. კომისიური დასკვნა ჯერ არ არის. ველოდებით და გვაქვს იმედი, რომ შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება“, – განაცხადა თამარ ავალიანმა და დასძინა, რომ აღნიშნულ დასკვნასთან მას აქვს გარკვეული პრეტენზიები. როგორც ავალიანმა განმარტა, შესაზლო ნატყვიარის შესახებ დასკვნაში არაფერი წერია. „მაგალითად, ტატუნაშვილს ცხვირზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები. შეწეული იყო მარცხენა საფეთქლის მხარე. თვალთანაც, შუბლზე ჰქონდა დაზიანება და ოჯახს აქვს განცდა, რომ ეს იყო ნატყვიარი. ამ დეტალზე სამედიცინო ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი. საკონტროლო ტყვიაზე საუბარი არ არის, მაგრამ მაგალითად, ხელის მტევნებზე არის საუბარი. საუბარია სისხლნაჟღენთებზე, მოტეხილობაზე. მარტო ხელებზე 20-ზე მეტი მოტეხილობაა აღწერილი. დაზიანებებია თავის არეში – სისხლჩაქცევები, ასევე დაზიანებებია სათესლე პარკის მიდამოში. როგორც ამ დასკვნის ანალიზით ირკვევა, ამ მიდამოში დაზიანება მიყენებულია ბლაგვი საგნით. იმდენად მნიშვნელოვანი დაზიანებებია – სახეზეა ასამდე მოტეხილობა და დაზიანება, რომ ეს არ შეიძლება მომხდარიყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარეშე. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არჩილ ტატუნაშვილი სასტიკად აწამეს“, – აცხადებს თამარ ავალიანი. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)