|
2015-05-28 15:05:22, 394 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: უშიშროების სამსახური წინა ხელისუფლების შეცდომაა
„უშიშროების სამსახური წინა ხელისუფლების შეცდომაა და დღევანდელი ხელისუფლების კატასტროფა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირეობის წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ სუს-ი კაგებე-ს გადმონაშთია და ის უნდა გაუქმდეს. „რაში სჭირდება სუს-ს რაიონში წარმომადგენლობა, მხოლო იმაში, რომ გააკონტროლოს ვინ ვის შეხვდა, რომელი პოლიტიკოსი, არასამთავრობო ჩავიდა, ვინ ვის დაურეკა და ესაუბრა და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია დააგროვოს და მერე აკონტროლოს. ის პირდაპირ შედის ადამიანების პირად ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ გვინდა, რომ ეს არ არსებობდეს ქვეყანაში, აღნიშნული სამსახური უნდა გავაუქმოთ, საბჭოთა წარსული საბჭოთა კავშირს უნდა ჩავაბაროთ და ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში დავიწყოთ დავიწყოთ ცხოვრება“, - განაცხადა ვაშაძემ. დეპუტატის შეფასებით, სუს-ის ფუნქციაა, რომ პოლიტიკური ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გააკონტროლოს. „რაც შეეხება კონტრდაზვერვის ან ანტიტერორისტულ ფუნქციას, ეს საერთოდ სხვა სამსახურებია. მას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს და არც აქვს სუს-ის დღევანდელ ფუნქციებთან. ზოგადად ამ კაგებეშნიკურ მოდელთან, რომელიც ქვეყანაში არის, ეს არის დამღუპველი არა მარტო საზოგადოებისთვის, არამედ ხელისუფლებისთვისაც. ის იყო წინა ხელისუფლების შეცდომა და დღევანდელი ხელისუფლების დროს კატასტროფაა. იმდენად ბინძურ იარაღად იქცა... მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებს ურეკავენ, ეუბნებიან არ წახვიდე არსად რა ესაქმებათ, რა სუს-ის საქმეა ვინ ვის შეხვდება და ვინ რომელ ღონისძიებაზე წავა. ქვეყანაშ ეს უნდა დამთავრდეს, თუ ხელისუფლება ამას არ იზავს ამას ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)