|
2018-06-04 16:01:04, 1055 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მთავარი პროკურორის კანდიდატურები ფართო კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევიან
„როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ა.შ. კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს მინიმუმ სამი კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვს. „ერთთვიანი ვადა აქვს იუსტიციის მინისტრს კანონით გათვალისწინებული იმისთვის, რომ შეირჩეს მინიმუმ სამი კანდიდატი და ეს კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და ეს კანონით არის გათვალისწინებული და ასევე, იგივე დააანონსა პრემიერ-მინისტრმა, რომ ფართო კონსულტაციები შედგება ამასთან დაკავშირებით, შეირჩევა სულ მცირე, სამი კანდიდატი, ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი საპროკურორო საბჭოში, შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კანდიდატურას და ამის შემდეგ უკვე ჩაერთვება პროცესში პარლამენტი. ამ ეტაპზე, როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ასე შემდეგ, კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „ჯერ დაველოდოთ პროცესს, რომელიც წარიმართება ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანდიდატურები, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. მანამდე არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციის დაფიქსირება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)