|
2018-06-04 10:34:50, 1395 ნახვა
კომენტარი
კალაძე: მეტროს მემანქანეთა ხელფასები მეტია ვიდრე პატრულის, სასწრაფოს ექიმის და მეხანძრე-მაშველების
„მეტროს მემანქანეთა ხელფასები მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის, სასწრაფოს თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების პროცესში მემანქანეების წარმომადგენლები აყენებდნენ პირობას, რომ ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე, რაც კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება- ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა. რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატების ოდენობა, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები“, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დილიდან დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.
კალაძე: არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ხარჯზე
კალაძე: გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)