|
2018-06-03 14:58:09, 1065 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, ვიზრუნებთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს
არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, ვიზრუნებთ, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი შესაბამის ფორმატებში. „რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში, არის პასუხის გაცემის ფორმატები, არის ის ფორმატები, რომელიც ახლა მოგახსენეთ და ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, მაგრამ ასევე ჩვენ ვიზრუნებთ, რომ იყოს ქვეყანაში სტაბილურობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)